პრეზიდენტმა ერდოღანმა უსაფრთხოების შეხვედრა გამართა

„ტერორისტული სახელმწიფოს შექმნის ნებართვა არასდროს გაიცემა“

2202701
პრეზიდენტმა ერდოღანმა უსაფრთხოების შეხვედრა გამართა

გუშინ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით სტამბოლის ათათურქის აეროპორტში უსაფრთხოების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ გაგრძელდება ტერორიზმთან ბრძოლა და თავდადებული მუშაობა მანამ, სანამ ქვეყანა არ გათავისუფლდება ტერორისტებისგან და არასდროს დაუშვებენ მათი საზღვრების მიღმა „ტერორისტული სახელმწიფოს“ შექმნას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელიც BRICS-ის სამიტზე დასასწრებად თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში იმყოფებოდა, სტამბოლში დაბრუნების შემდეგ უსაფრთხოების შეხვედრა გამართა.

ათათურქის აეროპორტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, თავდაცვის მინისტრი იაშარ გულერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიქაია, ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი, გენერალური შტაბის უფროსი გენერალი მეთინ გურაქი, დაზვერვის სამსახურის უფროსი (MİT) იბრაჰიმ ქალინი, კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნი, თავდაცვის მრეწველობის უფროსი ჰალუქ გორგუნი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აქიფ ჩაღათაი ქილიჩი და სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ვიცე-თავმჯდომარე და პარტიის პრესსპიკერი ომერ ჩელიქი.

შეხვედრა, რომელიც 1 საათსა და 15 წუთის  გაგრძელდა დასრულების შემდეგ წერილობითი განცხადება გავრცელდა.

წერილობითი განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თურქეთის ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიის, TUSAŞ-ის შტაბბინაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა და ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაგრძელდება ტერორიზმთან ბრძოლა და თავდადებული მუშაობა მანამ, სანამ ქვეყანა არ გათავისუფლდება ტერორისტებისგან და არასდროს დაუშვებენ მათი საზღვრების მიღმა „ტერორისტული სახელმწიფოს“ შექმნას.



მსგავსი ინფორმაციები