პრეზიდენტი ერდოღანი იტალიის პრემიერ-მინისტრ მელონის ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი ერდოღანი იტალიის პრემიერ-მინისტრ მელონის ტელეფონით ესაუბრა

2201752
პრეზიდენტი ერდოღანი იტალიის პრემიერ-მინისტრ მელონის ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადების თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს თურქეთ-იტალიის ორმხრივი ურთიერთობები, ისრაელის თავდასხმები რეგიონში, ასევე სხვა რეგიონული და გლობალური საკითხები.

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთ-იტალიის ურთიერთობები დღითიდღე ვითარდება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვა შეიძლება კიდევ გაიზარდოს მრავალ სფეროში, განსაკუთრებით თავდაცვის მრეწველობაში.

ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი უგულებელყოფს ყველა გაფრთხილებას და აფართოებს ცეცხლის წრეს ახლო აღმოსავლეთში რა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი მოქმედება ისრაელის აგრესიის შესაჩერებლად. ერდოღანის თქმით, იტალიის მხარდაჭერა გააძლიერებს თურქეთის ინიციატივას გაეროში ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.

სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მიუღებელია ისრაელის თავდასხმები არა მხოლოდ ღაზას სექტორისა და პალესტინის ტერიტორიებზე, არამედ ლიბანსა და გაეროს მისიებზეც და, რომ თურქეთი დადებითად აფასებს იტალიის დამოკიდებულებას ისრაელის აგრესიაზე და განაგრძობს მშვიდობისთვის ძალისხმევას რეგიონში.



მსგავსი ინფორმაციები