გახდება თუ არა თურქეთი BRICS-ის წევრი?
პრეზიდენტი ერდოღანი დღეს რუსეთში მიემგზავრება

პრეზიდენტი ერდოღანი დღეს რუსეთში მიემგზავრება
გახდება თუ არა თურქეთი BRICS-ის წევრი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის 25%-ს მოიცავს და მუდმივად ვითარდება? ამ კითხვის აქტუალურობის ფონზე, პრეზიდენტი ერდოღანი დღეს BRICS-ის ლიდერთა სამიტში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის ქალაქ ყაზანში მიემგზავრება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი ასევე შეხვდება მონაწილე ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს.
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დიპლომატიურ აქტივობებს ამჯერად, თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში გააგრძელებს.
ერდოღანი მონაწილეობას მიიღებს BRICS-ის მე-16 ლიდერთა სამიტში, სადაც თურქეთის შესაძლო წევრობის საკითხიც განიხილება.
თურქეთზე ორიენტირებული და მრავალგანზომილებიანი აქტიური საგარეო პოლიტიკის მქონე ანკარის მიზანია რეგიონულ ორგანიზაციებთან ჩართულობის გაღრმავება.
გახდება თუ არა თურქეთი BRICS-ის წევრი?
პრეზიდენტი ერდოღანი ბოლოს 2018 წელს დაესწრო BRICS-ის სამიტს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ახლა კი ორი დღის განმავლობაში რუსეთში გამართავს შეხვედრებს, რათა გააღრმაოს თანამშრომლობა ორგანიზაციასთან, რომელიც სავარაუდოდ ახალი წევრებით გაფართოვდება.
პრეზიდენტი ერდოღანი, დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრას.
პრეზიდენტი ყაზანში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
ერდოღანი სამიტის ფარგლებში შეხვდება რამდენიმე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურს. მათ შორის მოსალოდნელია შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან.
პრეზიდენტი ლიდერებთან შეხვედრებზე განიხილავს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების ნაბიჯებს.
გარდა ამისა, ყურადღებას გაამახვილებს რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, განსაკუთრებით კი ოკუპანტი ისრაელის მიმდინარე თავდასხმებზე პალესტინისა და ლიბანის ტერიტორიებზე.
მსგავსი ინფორმაციები

ჰაქან ფიდანი მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციაზე დაესწრება
ჰაქან ფიდანი მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციაზე დაესწრება