პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შედმეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შედმეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლიბანში, ისრაელის თავდასხმებზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „გვაინტერესებს, რას ელოდება გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელის შესაჩერებლად“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყოველ პლატფორმაზე აცხადებდა, რომ ისრაელი არ შეჩერდებოდა ღაზაში და თვალს რეგიონის სხვა ქვეყნებზე მიაპყრობდა.
„ისრაელის მიერ ლიბანზე დაწყებულმა უკანასკნელმა თავდასხმებმა აჩვენა, რამდენად საფუძვლიანი იყო ჩვენი შეშფოთება. ისრაელის თავხედობა, რომელიც გაეროს დროებით ძალებზე (UNIFIL) თავდასხმასა და მუქარას ბედავს, საკმარისია საკითხის სერიოზულობის დასამტკიცებლად. გაეროს სურათი, რომელსაც საკუთარი პერსონალის დაცვაც კი არ შეუძლია, სამარცხვინო და შემაშფოთებელია საერთაშორისო სისტემისთვის. ჩვენც გვაინტერესებს, რას ელოდება უშიშროების საბჭო ისრაელის შესაჩერებლად. ისრაელის ტანკები თავს ესხმიან სამშვიდობო ძალების ჯარისკაცებს, ზოგიერთს ჭრილობებს აყენებენ, ხოლო უშიშროების საბჭო უბრალოდ უყურებს ამ ბარბაროსობას. სიონისტური ამბიციების მქონე ისრაელის მთავრობა არ შეწყვეტს თავის თავდასხმებს, სანამ ამერიკისა და ევროპის უპირობო მხარდაჭერას იღებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა და დასძინა, რომ ისინი რეგიონში არსებული კრიზისიდან თავს ადვილად დააღწევენ.