ისტორიული ევაკუაციის ოპერაცია დასრულდა
ისტორიული ევაკუაციის ოპერაცია დასრულდა
თურქეთმა დაასრულა ერთ-ერთი უდიდესი საევაკუაციო ოპერაცია თავის ისტორიაში. ორმა თურქულმა სამხედრო ხომალდმა, TCG Sancaktar-მა და TCG Bayraktar-მა, თურქი მოქალაქეები ლიბანიდან სამშობლოში დააბრუნეს. 966 თურქი მოქალაქე, რომლებიც ისრაელის თავდასხმების გამო ლიბანში იყვნენ ჩარჩენილი, უვნებლად ჩავიდნენ მერსინის პორტში.
ოკუპანტი ისრაელის თავდასხმების შემდეგ, ლიბანში ჩარჩენილი თურქი მოქალაქეებისთვის დაიწყო ერთ-ერთი უდიდესი საევაკუაციო ოპერაცია თურქეთის ისტორიაში.
ბეირუთში თურქეთის საელჩომ, ბეირუთის პორტში შექმნა შეკრების ცენტრი, რის შემდეგაც TCG Sancaktar-ი და TCG Bayraktar-ი გაემგზავრნენ თურქი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.
აღნიშნულ გემებს ამ ოპერაციის დროს თან ახლდათ, ორი ფრეგატი და ორი საპატრულო ხომალდი.
მეორეს მხრივ, თურქების ევაკუაციისათვის ლიბანში ჩასულმა გემებმა, ამ ქვეყნისათვის 300 ტონა ჰუმანიტარული დახმარებაც ჩაიტანეს.
მსგავსი ინფორმაციები
იაშარ გიულერმა დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
იაშარ გიულერმა დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა