თურქეთი ისრაელის სახმელეთო ოპერაციას მკაცრად გმობს

თურქეთი ისრაელის სახმელეთო ოპერაციას მკაცრად გმობს

2193426
თურქეთი ისრაელის სახმელეთო ოპერაციას მკაცრად გმობს

თურქეთმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ლიბანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყება არის უკანონო ოკუპაციის მცდელობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ისრაელის მიერ ლიბანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყება და ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არის უკანონო ოკუპაციის მცდელობა. ეს თავდასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ისრაელის ჯარებმა უნდა დატოვონ ლიბანის ტერიტორია“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თავდასხმა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნების, არამედ რეგიონს გარეთ მყოფი ქვეყნების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

„ამ ოკუპაციის მცდელობის შედეგად, დიდი ალბათობით, წარმოიქმნება ახალი მიგრაციული ტალღა და ექსტრემისტები მთელ მსოფლიოში გაიძლიერებენ პოზიციებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მოვლენები იმ ქვეყნებზეც იმოქმედებს, რომლებიც ისრაელს პოლიტიკურ მხარდაჭერასა და იარაღს აწვდიან“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ისიც არის აღნიშნულია, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და მიიღოს საჭირო ზომები ლიბანის ოკუპაციისკენ მიმართული ამ თავდასხმის წინააღმდეგ და, რომ ისრაელის მიერ ჩადენილი ყოველი დანაშაული არის „დარტყმა საერთაშორისო სამართალსა და გაეროს ქარტიაზე“.



მსგავსი ინფორმაციები