პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

2193186
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „საერთაშორისო საზოგადოება ვეღარ დარჩება გულგრილი ისრაელის ამ ყაჩაღობის მიმართ, რომელიც მთელ რეგიონს ცეცხლს უკიდებს“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული შეფასება, გუშინ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გააკეთა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელმა გააძლიერა თავდასხმები ლიბანზე და ბოლო 2 კვირაში ისრაელის თავდასხმების შედეგად 1000-ზე მეტი ლიბანელი დაიღუპა, მათ შორის ბევრი ბავშვი.

ერდოღანმა მიუთითა, რომ დღეს პალესტინისა და ლიბანის მხარდაჭერა ისრაელის თავდასხმების ქვეშ ნიშნავს კაცობრიობის, მშვიდობისა და სხვადასხვა მრწამსის თანაარსებობის კულტურის მხარდაჭერას.

„ისლამურმა ქვეყნებმა ყველაზე დიდი რეაქცია უნდა გამოხატონ ღაზაში, დასავლეთ სანაპიროზე და ლიბანში არსებული სისასტიკის მიმართ. როგორც მუსლიმებმა, ჩვენ უნდა ვუხელმძღვანელოთ მსოფლიოს სისასტიკის აღკვეთაში“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე ყურადღება გაამახვილა რა იმაზე, რომ ისრაელის თავდასხმებთან დაკავშირებით მთავარია ისლამური სამყაროს პოზიცია. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „სისხლითა და სიძულვილით თვალებდაბრმავებული რადიკალი სიონისტების მცირე ჯგუფი ცეცხლს უკიდებს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოს. ჩვენ არასდროს დავეთანხმებით ამ სისასტიკესა და ბარბაროსობას. საერთაშორისო საზოგადოება ვეღარ დარჩება გულგრილი ისრაელის ამ ყაჩაღობის მიმართ, რომელიც მთელ რეგიონს  უკიდებს ცეცხლს. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებასა და ისლამურ სამყაროს იმოქმედონ ყველას სიმშვიდისთვის ჩვენს რეგიონში, იქნება ეს მუსლიმი, ებრაელი თუ ქრისტიანი“.



მსგავსი ინფორმაციები