თურქეთმა სომალის მორიგი დახმარების ხელი გაუწოდა
თურქეთმა სომალის მორიგი დახმარების ხელი გაუწოდა
თურქეთის „სიკეთის გემი“, რომელიც შიმშილის წინააღმდეგ მებრძოლ სომალის დასახმარებლად იყო მომზადებული, მერსინის პორტიდან დაიძრა.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) პრეზიდენტის კოორდინაციით, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეგროვებული დახმარება დაახლოებით 3 ათასი ტონა ჰუმანიტარული მასალისგან შედგება.
პორტში გამართულ გაცილების ცერემონიაზე კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) პრეზიდენტმა ოქაი მემიშმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეგიდით 2016 წლიდან ისინი სხვადასხვა ქვეყნებში ჰუმანიტარული დახმარების მასალების მიწოდებას აგრძელებენ.
მემიშის თქმით, თურქეთის თანაგრძნობის ხელი მსოფლიოს ყველა კუთხეში ვრცელდება.
„დღემდე, სომალიში 60 ათას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გავაგზავნეთ, ღაზაში კი დაახლოებით 80 ათასი ტონა. ჩვენ ასევე ახლოდან ვადევნებთ თვალყურს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და საჭიროებისამებრ შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ“, განაცხადა მემიშმა.
ჰუმანიტარულ დახმარებაში შედის სხვადასხვა საკვები და ჰიგიენური მასალა, ტანსაცმელი და სხვა საჭიროებები.
მსგავსი ინფორმაციები
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება