ალი იერლიქაია ეგეოსის ზღვაში განხორციელებულ დარღვევებს აფასებს
ალი იერლიქაია ეგეოსის ზღვაში განხორციელებულ დარღვევებს აფასებს
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში საბერძნეთის მხრიდან ეგეოსის ზღვაში განხორციელებული ტერიტორიული წყლების დარღვევები მიუღებელია.
ალი იერლიქაიამ ერთ-ერთ სატელევიზიო არხის პირდაპირ ეთერში აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.
იერლიქაიამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე საბერძნეთის საზღვაო და კუნძულების პოლიტიკის მინისტრ ქრისტოს სტილიანიდესთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ორშაბათს კვლავ გავმართავთ სატელეფონო საუბარს. მან მითხრა, რომ ძალიან წუხს და ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო და პასუხისმგებელ პირებს შესაბამისად დასჯის და დიდი გულმოდგინებით მუშაობს, რომ ეს აღარ განმეორდეს. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა განცხადება. მთავარი ისაა, რომ იყოს გულწრფელობა იმის მიმართ, რომ ეს აღარ განმეორდება. ჩვენ ამას ვხედავთ და ყველანი ერთად დავაკვირდებით. ჩვენ გვჯერა კომუნიკაციის ძალის, მაგრამ რაზეც ჩვენი მოქალაქეები არ დათანხმდებიან და რასაც ვერ მიიღებენ, იმაზე ჩვენც ვერ დავთანხმდებით. მჯერა, რომ ამას დიპლომატიისა და კომუნიკაციის ძალით გადავლახავთ“, განაცხადა ალი იერლიქაიამ.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“