ჰაქან ფიდანი ნაჯიბ მიკატის ტელეფონით ესაუბრა
ჰაქან ფიდანი ნაჯიბ მიკატის ტელეფონით ესაუბრა
2188518
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა სატელეფონო საუბარი გამართა ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიკატისთან პეიჯერებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.
ჰაქან ფიდანმა მიკატისგან მიიღო ინფორმაცია თავდასხმის შესახებ და გამოუცხადა მას და ლიბანის ხალხს თანაგრძნობა მსხვერპლის გამო.
ლიბანში ერთდროული აფეთქებები მოხდა ჰეზბოლას წევრების მიერ გამოყენებულ პეიჯერებზე.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ხოლო დაახლოებით 2800 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 200-მდე მძიმედაა დაჭრილი.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შედმეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შედმეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა