პრეზიდენტ ერდოღანის მორიგი მხარდაჭერა პალესტინას

პრეზიდენტ ერდოღანის მორიგი მხარდაჭერა პალესტინას

2187977
პრეზიდენტ ერდოღანის მორიგი მხარდაჭერა პალესტინას

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სიმღერის „ბოიკოტი“-ს გაზიარებით კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა პალესტინას.

სოციალურ ქსელში თავის პოსტში პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „ჩვენ გვერდში ვუდგავართ ღაზას და ჩვენს პალესტინელ ძმებს ჩვენი ხმით, ჩვენი სიტყვებით, ჩვენი ლოცვებით, ჩვენი ჰუმანიტარული დახმარებით და ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით. ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“.

თავის პოსტში ერდოღანმა ასევე დაურთო სიმღერა „ბოიკოტი“-ს ვიდეო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა სტამბოლის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის დეპუტატისა და მხატვრის იუჯელ არზენ ჰაჯიოღულლარის მიერ.

ვიდეოში ასახულია პალესტინაზე ისრაელის თავდასხმების კადრები, აფეთქებების დროს გაქცეული პალესტინელი ბავშვები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პალესტინის მხარდასაჭერად გამართული მარშების კადრები.



მსგავსი ინფორმაციები