პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

2186748
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით გაეროს ხმა უნდა იყოს უფრო ხმამაღალი ისრაელის საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ.

გაეროს „მომავლის სამიტის“ გლობალური მოწოდების ონლაინ ღონისძიებაზე ვიდეომესიჯის გაგზავნით, პრეზიდენტი ერდოღანი მიესალმა სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებს და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხო და აყვავებული მომავლის ასაშენებლად ჯერ მშვიდობაა საჭირო.

„ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ტერორიზმი, ისლამოფობია და ქსენოფობია, არალეგალური მიგრაცია და კლიმატის ცვლილება, ზრდის გეოპოლიტიკური შოკების სიმძიმეს. ამის ყველაზე მტკივნეულ მაგალითს 11 თვეა ვხედავთ ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ღაზაში. აღნიშნული ფაქტის შედეგად დაიღუპა 41 ათასზე მე ადამიანი, მათ შორის 17 ათასი ბავშვი და დაშავდა 100 ათასზე მეტი. ისრაელის საოკუპაციო პოლიტიკის წინააღმდეგ, გაეროს ჩათვლით საერთაშორისო საზოგადოებმა უფრო ეფექტურად უნდა იმოქმედოს“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ვიდეომესიჯის გზავნილში ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ უნდა უზრუნველყონ გლობალური მმართველობის არქიტექტურა, რომელშიც სამართლიანად იქნება წარმოდგენილი არა მხოლოდ ქვეყნები, რომლებმაც მიაღწიეს კეთილდღეობის გარკვეულ დონეს, არამედ საზოგადოებებიც, რომლებიც განაგრძობენ განვითარებას.



მსგავსი ინფორმაციები