თურქეთის დელეგაცია უზბეკეთს ეწევა

თურქეთის დელეგაცია უზბეკეთს ეწევა

2186246
თურქეთის დელეგაცია უზბეკეთს ეწევა

დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი ხელმძღვანელობს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიქაიასთან და ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის (MİT) ხელმძღვანელთან, იბრაჰიმ ქალინთან ერთად უზბეკეთს ეწვევა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დიპლომატიური წყაროები ავრცელებენ.

შეხვედრებზე განიხილება ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის ინსტიტუტებს შორის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებაც იგეგმება.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნება თურქეთ-უზბეკეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მესამე შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც თურქეთში ივნისში გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში ყოვლისმომცველი შეფასებები გაკეთდება რეგიონულ მოვლენებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციასთან.

ასევე მოსალოდნელია, რომ ფიდანს უზბეკეთში პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი მიიღებს.



მსგავსი ინფორმაციები