ჰაქან ფიდანმა ისრაელის მხრიდან თურქი აქტივისტის მკვლელობა მკაცრად გააკრიტიკა

ჰაქან ფიდანმა ისრაელის მხრიდან თურქი აქტივისტის მკვლელობა მკაცრად გააკრიტიკა

2185791
ჰაქან ფიდანმა ისრაელის მხრიდან თურქი აქტივისტის მკვლელობა მკაცრად გააკრიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ ისრაელის ჯარისკაცების მიერ თურქეთის მოქალაქე აქტივისტის, აიშენურ ეზგი ეიგის მკვლელობა აჩვენებს, რომ ისრაელი მიზნად ისახავს მათაც კი, ვინც მშვიდობის მომხრეა.

მინისტრმა ფიდანმა, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს, სადაც ის არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების 162-ე რიგით საბჭოს სხდომაზე დასასწრებად იმყოფებოდა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით შეფასებები  გააკეთა.

მინისტრმა, 6 სექტემბერს ისრაელის ჯარისკაცების მიერ მოკლული წარმოშობით თურქი, ამერიკის მოქალაქე აიშენურ ეზგი ეიგის საკითხიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ღაზაში მომხდარმა ფაქტმა ისინი ღრმად დაამწუხრა.

„ამ ინციდენტმა ნათლად აჩვენა, რომ ისრაელი მიზნად ისახავს მათაც კი, ვინც მშვიდობის მომხრეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მკვლელობას სამართლებრივ პერსპექტივამდე მივყვებით. ჩვენ ასევე ვიზიარებთ  ჩვენი ძმის აიშენურის და მისი დამწუხრებული ოჯახის ტკივილს და მწუხარებას“, განაცხადა ჰაქან ფიდანმა.



მსგავსი ინფორმაციები