პრეზიდენტ ერდოღანის მოწოდება ისლამურ სამყაროს
პრეზიდენტ ერდოღანის მოწოდება ისლამურ სამყაროს
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ წარმოუდგენელია ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლის მოვალეობაა იერუსალიმის საქმის დაცვა, გულგრილი დარჩეს ისრაელის თავდასხმების მიმართ, რომლებიც დღითი დღე უგუნური ხდება და თქვა, რომ ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს ხელმძღვანელობის დონეზე და გამოავლინოს ისლამური სამყაროს გადამწყვეტი პოზიცია.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, გუშინ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ერისადმი მიმართვის დროს განაცხადა.
ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ეგვიპტის ხელისუფლების შუამავლობის მცდელობებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დამყარებისა და დახმარების შეუფერხებლად შესვლისთვის.
„იმ დროს, როდესაც ისრაელი აჩქარებს თავის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, ჩვენ, როგორც რეგიონის ყველა ქვეყანას, გვჭირდება გავაძლიეროთ სოლიდარობის ხაზი ღაზაში გენოციდის ფონზე, რომელიც უკვე მე-12 თვეა გრძელდება. ჩვენ დავაჩქარეთ ჩვენი ძალისხმევა, რათა ისლამურმა სამყარომ უფრო მტკიცე პოზიცია დაიკავოს“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა აშკარაა, რომ ისრაელის მთავრობა ცდილობს გააფართოვოს თავისი საოკუპაციო პოლიტიკა ალ-აქსას მეჩეთის ჩათვლით, და თქვა, რომ სიონისტების შევიწროება და დარბევა ჰარამ აშ-შარიფზე იზრდება. მისივე თქმით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან ამ ყველაფერს.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შედმეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შედმეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა