მინისტრი ფიდანი ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტით იმყოფება
მინისტრი ფიდანი ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტით იმყოფება
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა სკოპიეში თურქეთის საელჩოში ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის დეპუტატი სალიჰ მურატი მიიღო.
სამინისტროს სოციალურ ქსელ X -ში გაკეთებულ პოსტში ნათქვამია: "მინისტრი ჰაქან ფიდანი სკოპიეში შეხვდა ალიანსი VLEN-ის წევრებს, პირველ ვიცე-პრემიერს და დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარეს იზეტ მეჩიტის, ტეტოვოს მერს და მოძრაობა BESA-ს თავმჯდომარეს ბილალ კასამის, ალტერნატიული პარტიის თავმჯდომარეს ზეკერია იბრაჰიმის და ალბანეთის ალიანსის დეპუტატს ჰალილ სნოპჩეს."
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ჰაქან ფიდანი ასევე შეხვდა ბიზნესმენებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
სამინისტროს X-ის ანგარიშზე გავრცელდა პოსტები სკოპიეში ფიდანის შეხვედრების შესახებ.
ერთ-ერთ მათგანში აღნიშნულია, რომ მინისტრი ფიდანი ეწვია ტეფეიუზის დაწყებით სკოლას, რომელიც დაარსდა 1884 წელს სკოპიეში და სადაც სწავლება თურქულ ენაზე მიმმდინარეობს.