პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ალიევს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ალიევს ტელეფონით ესაუბრა

2182535
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ალიევს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა მიულოცა ალიევს აზერბაიჯანში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ახალი აზერბაიჯანის“ გამარჯვება, რომლის ლიდერიც ის არის.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები აჩვენებს მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის ნდობას ალიევისა და მისი პარტიის საქმიანობის მიმართ. მისივე თქმით, სასიამოვნოა, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია 30 წლის განმავლობაში პირველად არჩევნების ჩატარება აზერბაიჯანის მთელ სუვერენულ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ რეგიონებში.

1 სექტემბერს აზერბაიჯანში გამართულ არჩევნებზე პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი მმართველმა პარტია „ახალმა აზერბაიჯანმა“ მოიპოვა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები