თურქეთმა აზერბაიჯანში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა

თურქეთმა აზერბაიჯანში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა

2182066
თურქეთმა აზერბაიჯანში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული უწოდა

თურქეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში გუშინ ჩატარებული მე-7 ვადის საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ის გაიმართა მთელ ქვეყანაში, მათ შორის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ მიწებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში გამოთქმულია სურვილი, რომ გუშინ ჩატარებული მე-7 ვადის საპარლამენტო არჩევნები სასარგებლო იყოს „მოძმე“ აზერბაიჯანისთვის.

განცხადებაში ნათქვამია: „ისტორიული მნიშვნელობისაა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მთელ აზერბაიჯანში, მათ შორის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ მიწებზე. ჩვენ გვჯერა, რომ არჩევნები, რომლებზეც აზერბაიჯანელმა ხალხმა გამოიჩინა თავისი ნება, ხელს შეუწყობს მუდმივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას სამხრეთ კავკასიაში“.

აზერბაიჯანში გამართულ არჩევნებში, პირველადი არაოფიციალური შედეგების მიხედვით, პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატის მქონე პარტია გახდმმა ართველი ახალი აზერბაიჯანის პარტია (YAP).



მსგავსი ინფორმაციები