პრეზიდენტმა ერდოღანმა 30 აგვისტოს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
პრეზიდენტმა ერდოღანმა 30 აგვისტოს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „მაშინ, როცა ჩვენ მტკიცედ მივდივართ თურქეთის საუკუნის მიზნებისკენ, დიდი და ძლიერი თურქეთის შესახებ ჩვენს იდეალს ნაბიჯ-ნაბიჯ სინამდვილედ ვაქცევთ“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა 30 აგვისტოს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
თავის გზავნილში ერდოღანმა თქვა: „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დიდი გამარჯვების 102 წლის იუბილეს მღელვარებითა და სიამაყით. ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი კრიტიკული ზღურბლია, ვულოცავ ჩვენს ძვირფას ერს, ჩვენს კვიპროსელ თურქ ძმებს და მილიონობით ჩვენს მოქალაქეს მთელს მსოფლიოში 30 აგვისტოს გამარჯვების დღეს“.
„დიდი გამარჯვება, რომელსაც გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქმა უწოდა ‘თურქი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეის უკვდავი ძეგლი’, სამუდამოდ დაადასტურა ჩვენი ერის არსებობა ანატოლიის მიწებზე. 30 აგვისტოს ბაშქომუთანლიქის ბრძოლით საოკუპაციო ჯარები გადამწყვეტად დამარცხდნენ, იმპერიალიზმის ღერძი დაიმსხვრა და რესპუბლიკის გამოცხადების კარი ფართოდ გაიღო“. - აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი გამარჯვება მათ დღესაც გზას უკვლევს და დაამატა: „მაშინ, როცა ჩვენ მტკიცედ მივდივართ თურქეთის საუკუნის მიზნებისკენ, დიდი და ძლიერი თურქეთის შესახებ ჩვენს იდეალს ნაბიჯ-ნაბიჯ სინამდვილედ ვაქცევთ“.
მისივე თქმით, მათ მობილიზებული აქვთ ყველა საშუალება, რათა შეაჩერონ მიმდინარე კონფლიქტები, ჩაგვრა და ხოცვა-ჟლეტა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ღაზას თაოსნობით. „თურქეთი, რომელმაც დამოუკიდებლობის ომით შთააგონა ჩაგრული ერები, ასევე იქნება იმ სამყარო წინამძღოლი, სადაც მშვიდობა, სამართლიანობა და სიმშვიდე იქნება გამეფებული“. - თქვა პრეზიდენტმა.
მსგავსი ინფორმაციები
ერდოღანი: ჩვენ გვაქვს სრული ნდობა და მხარდაჭერა საშუალოვადიანი პროგრამის მიმართ
ერდოღანი: ჩვენ გვაქვს სრული ნდობა და მხარდაჭერა საშუალოვადიანი პროგრამის მიმართ