პრეზიდენტი ერდოღანი მუჰამედ იუნუსის ტელეფონით ესაუბრა
პრეზიდენტი ერდოღანი მუჰამედ იუნუსის ტელეფონით ესაუბრა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელთან მუჰამედ იუნუსთან.
სატელეფონო საუბრის დროს განხილულ იქნა, ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად გამოწვეული სტიქია, თურქეთ-ბანგლადეშის ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები.
პრეზიდენტმა ერდოღანმა მწუხარება გამოხატა ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად დაღუპულების გამო და დაღუპულებს წყალობა, ახლობლებს კი მოთმინება უსურვა. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, როგორც ყოველთვის, ბანგლადეშის ხალხის გვერდით დგას კატასტროფებთან ბრძოლაში და ჭრილობების მოშუშებაში.
სატელეფონო საუბრის დროს, ერდოღანმა მუჰამედ იუნუსს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
მსგავსი ინფორმაციები
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება
6 ოქტომბერს, თურქეთის მასშტაბით პალესტინის მხარდამჭერი მარშები გაიმართება