თურქეთი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე მიიწვიეს
თურქეთი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე მიიწვიეს
თურქეთი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 29 აგვისტოს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, მიიწვიეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ონჯუ ქეჩელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარემ თურქეთი აღნიშნულ არაოფიციალურ შეხვედრაზე მიიწვია და მოსალოდნელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი გაემგზავრება ბრიუსელში მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად.
ქეჩელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მიწვევა დადებითად იქნა მიღებული და ევროკავშირის მიერ „დიალოგის ძიებად“ იქნა შეფასებული.
მისივე თქმით, ეს პოზიტიური მიდგომა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ არაოფიციალური შეხვედრებით.
„ურთიერთობებში პროგრესის მისაღწევად აუცილებელია, რომ ჩვენი თანამშრომლობა და დიალოგი ევროკავშირთან ყველა სფეროში გაფართოვდეს, უწყვეტ და სისტემატურ საფუძველზე და გაძლიერდეს მდგრადი და პროგნოზირებადი გზით“, განაცხადა ონჯუ ქეჩელმა.