პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა AKP-ს 23-ე საიუბილეო პროგრამაზე

პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა AKP-ს 23-ე საიუბილეო პროგრამაზე

2175577
პრეზიდენტი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა AKP-ს 23-ე საიუბილეო პროგრამაზე

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) მმართველობის 23 წლის განმავლობაში თურქეთმა ძალიან მასშტაბური ცვლილება განიცადა.

პრეზიდენტი ერდოღანი დედაქალაქ ანკარაში სიტყვით გამოვიდა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP,) რომლის თავმჯდომარეც ის არის, 23-ე საიუბილეო პროგრამაზე.

მან განაცხადა, რომ 23 წლის ყოველმა ეტაპმა, საიდანაც 22 წელია ხელისუფლებაში არიან, გაიარა საქმის კეთებაში, მომსახურებისა და სამუშაოების წარმოებასა და ერის პრობლემების გადაწყვეტის ძიებაში.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ განავითარეს ქვეყანა თავიანთი მმართველობის პერიოდში ყველა სფეროში, ჩამოაყალიბეს მსოფლიოში ყველაზე ყოვლისმომცველი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, აღმოაჩინეს ქვეყნის უდიდესი ბუნებრივი აირის მარაგი და შექმნეს შიდა და ეროვნული ავტომობილო TOGG-ი.

ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ თურქეთი თავდაცვის ელიტარული ქვეყნების ლიგაში აიყვანეს და ასევე გაზარდეს თურქეთის ეკონომიკა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მდუმარე რევოლუცია მოახდინეს უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში და არავინ არ არის მარგინალიზებული რწმენის ან ჩაცმულობის გამო.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთმა განიცადა ძალიან მასშტაბური ტრანსფორმაცია 23-წლიანი მმართველობის პერიოდში.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კონსტრუქციულ, პროაქტიურ, ღირსეულ დამოკიდებულებას საგარეო პოლიტიკაში“.- თქვა ერდოღანმა და დაამატა: „ჩვენ შევეწინააღმდეგებით ისრაელის მცდელობებს ცეცხლში გაახვიოს მთელი რეგიონი. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება პალესტინის პრეზიდენტი ბ-ნი მაჰმუდ აბასი. ხვალ, როგორც საპატიო სტუმარი, ის პალესტინელი ხალხის სახელით სიტყვით მიმართავს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ ასამბლეას. ჩვენი პარლამენტის ტრიბუნიდან მსოფლიო კიდევ ერთხელ მოისმენს პალესტინის ხალხის ხმას, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მაჰმუდ აბასსაც აქვს სიტყვის უფლება ჩვენი ქვეყნის პარლამენტში, ისევე როგორც ისრაელის პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს აქვს გამოსვლის უფლება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ გენოციდის ჩამდენი მკვლელები, რომლებმაც ღაზაში 40 ათასზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დაღვარეს, კანონის წინაშე არ აგებენ პასუხს“.



მსგავსი ინფორმაციები