თურქეთი საბერძნეთს ხანძრის ჩაქრობაში დაეხმრება

თურქეთი საბერძნეთს ხანძრის ჩაქრობაში დაეხმრება

2174643
თურქეთი საბერძნეთს ხანძრის ჩაქრობაში დაეხმრება

თურქეთი აგზავნის ორ სახანძრო თვითმფრინავს და ვერტმფრენს საბერძნეთისათვის ხანძრის ჩაქრობაში დასახმარებლად.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ონჯუ ქეჩელიმ X-ით გაკეთებულ პოსტში განაცხადა: „დაიწყო საჭირო სამუშაოები ორი სახანძრო თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გასაგზავნად ჩვენი მეზობელი საბერძნეთის დასახმარებლად, რომელიც ათენის ხანძარს ებრძვის“.

თურქეთმა დახმარება შესთავაზა საბერძნეთს დედაქალაქ ათენის მახლობლად ვარნავაში გაჩენილი და ძლიერი ქარის გამო ატიკას სხვადასხვა რაიონში გავრცელებული ხანძრის გამო.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა ათენის ხელისუფლებას გადასცა მესიჯი, რომ თურქეთი მზადაა დაეხმაროს საბერძნეთს კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში.

ბერძნულმა მხარემ განაცხადა, რომ ისინი შეაფასებდნენ შეთავაზებას და საჭიროების შემთხვევაში თურქეთისგან დახმარებას ითხოვენ.

მეორე მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარნავაში კვირას გაჩენილი ხანძარის ტერიტორიაზე, რომელიც ძლიერი ქარის გამო ვრილისიაშიც გავრცელდა, დამწვარი ცხედარი იპოვეს.

აღინიშნა, რომ დაღუპულია დაახლოებით 65 წლის ქალი, რომელიც ხანძრის დროს გაუჩინარდა.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #საბერძნეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები