რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჰასან შეიხ მაჰმუდის ტელეფონით ესაუბრა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჰასან შეიხ მაჰმუდის ტელეფონით ესაუბრა

2174136
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჰასან შეიხ მაჰმუდის ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სომალის პრეზიდენტს ჰასან შეიხ მაჰმუდს ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა განიხილეს თურქეთსა და სომალს შორის ურთიერთობები, სომალსა და ეთიოპიას შორის დაძაბულობა, რეგიონული და გლობალური მოვლენები.

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთსა და სომალს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას სომალსა და ეთიოპიას შორის დაძაბულობის მოსაგვარებლად გადასადგმელ ნაბიჯებს და, რომ ორი ქვეყნის შერიგების თვალსაზრისით თურქეთში დღეს გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდში კონკრეტულ შედეგებს ელოდება.



მსგავსი ინფორმაციები