პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „დასავლელი მოთამაშეები, განსაკუთრებით ამერიკა და რამდენიმე ფანატიკოსი სიონისტი სამწუხაროდ გახდნენ ისრაელის ტყვეები“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად ღაზაზე, რომელიც უკვე 10 თვეა გრძელდება, თითქმის 40 ათასი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„თურქეთი დგას პალესტინის გვერდით ყოველგვარი სირთულის და სიღარიბისთვის ბრძოლის მიზნით, ამ რთულ დღეებში და იცავს თავის პალესტინელ ძმებს მთელი თავისი საშუალებებით. რაც არ უნდა გააკეთოს სისხლისმსმელმა გენოციდის ქსელმა, ის ვერ შეუშლის ხელს თურქეთსა და თურქ ერს პალესტინელი ხალხის გვერდში დგომას. დასავლელი მოთამაშეები, განსაკუთრებით ამერიკა და რამდენიმე ფანატიკოსი სიონისტი სამწუხაროდ გახდნენ ისრაელის ტყვეები“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.
მან ბოლოს ასევე განაცხადა, რომ თურქეთი, ჰააგაში ისრაელის წინააღმდეგ აღძრულ გენოციდის საქმეში ჩარევის შესახებ განცხადებას სასამართლოს წარუდგენს.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 21-26 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 21-26 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა