პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტი ერდოღანი: „ის ვინც ტაშს უკრავს თანამედროვე ჰიტლერს, შუბლზე მიკრული შავი ლაქის გაწმენდას ვერ შეძლებს“

2171600
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მითითებით განაცხადა, რომ ვინც ტაშს უკრავს დღევანდელ ჰიტლერს, შუბლზე არსებული შავი ლაქის გაწმენდას ვერ შეძლებს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) შტაბ-ბინაში ადამიანის უფლებათა განათლების პროგრამაზე ისაუბრა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სისტემაში ძალაუფლების სერიოზული ვაკუუმია და კაცობრიობამ მორალი და სინდის დაკარგა.

„ღაზას კრიზისთან ერთად, გლობალურმა სისტემამ გაკოტრების დროშა ასწია. ღაზამ მოხსნა ნიღბები მთელ მსოფლიოს, ასწია ფარდები ჭეშმარიტებაზე და ნათლად გამოავლინა, თუ რამდენად უსაფუძვლოა ინსტიტუტები, რომლებიც ათწლეულებია ჩვენ მაგალითად გვევლინება. ის რაც ღაზაში ხდება, მიუღებელია. გაეროს უშიშროების საბჭოს არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს ამ სისასტიკის წინაშე, რომელმაც, თითქოს და კაცობრიობა ფეხზე უნდა დააყენოს. რაც შეეხება დასავლეთის ქვეყნებს, უკვე  თანამონაწილენი არიან ისრაელის გენოციდური პოლიტიკის. ისტორია ნათლად აფიქსირებს, თუ ვინ სად იდგა. ის, ვინც ტაშს უკრავენ, თანამედროვე ჰიტლერს, განხორციელებული გენოციდური ქმედებების გამო, ყველამ კარგად უდნა იცოდეს, რომ ამ სირცხვილის ლაქას ბოლომდე ვერ წაშლიან საკუთარი სახეებიდან. ვინც რაც არ უნდა თქვას, ადგილი, სადაც გენოციდის დამნაშავეები უნდა იყვნენ არა პარლამენტის ტრიბუნებია, არამედ სასამართლო დარბაზები, სადაც ისინი პასუხს აგებენ ჩადენილ დანაშაულებზე“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები