ჰაქან ფიდანი ეგიპტეში იმყოფება
ჰაქან ფიდანი ეგიპტეში იმყოფება
საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი აგრძელებს შეხვედრებს ეგვიპტეში, სადაც ის ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის ბედირ აბდულათის მიწვევით გაემგზავრა.
მინისტრი ფიდანი ეგვიპტეში კონტაქტების ფარგლებში არაბული ლიგის გენერალურ მდივანს აჰმედ ებუ გეიტს შეხვდა.
სამინისტროს სოციალურ ქსელით X-ით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი მინისტრი ჰაქან ფიდანი ეგვიპტის ქალაქ ალემეინში არაბული ლიგის გენერალურ მდივანს აჰმედ ებუ გეიტს შეხვდა“.
შეხვედრის დაწყებამდე ჰაქან ფიდანი ქალაქ ელ-არიშში ასევე შეხვდა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) და თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თანამშრომლებს.
მინისტრმა ფიდანმა ეგვიპტის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ლოგისტიკის ცენტრის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია ღაზაში გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის შესახებ.