საგარეო საქმეთა სამინისტრომ მძევლების გაცვლასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მძევლების გაცვლასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა
თურქეთმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ყველა წვლილის შეტანას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო არენაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დედაქალაქ ანკარაში გუშინ გამართულ მძევლების გაცვლის ოპერაციასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გააკეთა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდის ყველაზე ყოვლისმომცველი გაცვლითი ოპერაცია, რომელიც მოიცავდა სულ 26 ადამიანის ურთიერთგაცვლას შვიდი სხვადასხვა ქვეყნის ციხეებიდან, კერძოდ, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან და ბელარუსიიდან ანკარაში მოხდა.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „მოლაპარაკებების პროცესის დაწყებიდან ბოლო მომენტამდე, როდესაც განხორციელდა გაცვლა, უსაფრთხოების ყველა ზომა, ლოგისტიკური დაგეგმვა და გაცვლითი საქმიანობის საჭიროება განხორციელდა ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MİT) მიერ. თურქეთი გააგრძელებს, ყოველგვარი წვლილის შეტანას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო არენაზე“.
იმავდროულად, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა გაცვლის ოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „თურქეთი კვლავაც იქნება მშვიდობიანი დიპლომატიის ცენტრი ჩვენი პრეზიდენტის (რეჯეფ თაიფ ერდოღანის) ხედვის შესაბამისად“.
მსგავსი ინფორმაციები
ერდოღანი: ჩვენ გვაქვს სრული ნდობა და მხარდაჭერა საშუალოვადიანი პროგრამის მიმართ
ერდოღანი: ჩვენ გვაქვს სრული ნდობა და მხარდაჭერა საშუალოვადიანი პროგრამის მიმართ