ერდორან-ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ერდორან-ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2170371
ერდორან-ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა.

სატელეფონო საუბრის დრსო, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები, ღაზას პრობლემა, თურქეთში მძევლების გაცვლა, რეგიონული და გლობალური მოვლენები იქნა განხილული.

სატელეფონო საუბრის დროს, ერდოღანმა თავის ამერიკელ კოლეგას განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია ყოველ ნაბიჯზე აჩვენებს, რომ არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა ღაზაში და, რომ ნეთანიაჰუს გამოჩენა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გასულ კვირას ღრმა იმედგაცრუება იყო თურქეთსა და მსოფლიოში. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელს ისმაილ ჰანიეს 31 ივლისს ირანში განხორციელებულმა მკვლელობამ მძიმე დარტყმა მიაყენა ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებს და, რომ ისრაელი მუშაობს ღაზაში არსებული ცეცხლის მთელ რეგიონში გავრცელებაზე.

თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს გაწეული იმ ძალისხმევისთვის, რათა, გუშინ დედაქალაქ ანკარაში მძევლების გაცვლა წარმატებით განხორციელებულიყო.

ცნობისათვის, გუშინ დედაქალაქ ანკარაში 7 თვითმფრინავით ჩამოყვანილი მძევლების გაცვლის ოპერაციის ფარგლებში 10 დაკავებული, მათ შორის ორი ბავშვი, რუსეთს გადაეცა, 13 დაკავებული - გერმანიას, სამი დაკავებული კი აშშ-ს გადაეცა.



მსგავსი ინფორმაციები