თურქეთმა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა მკაცრად დაგმო

თურქეთმა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა მკაცრად დაგმო

2169238
თურქეთმა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობა მკაცრად დაგმო

თურქეთმა, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა მკაცრად დაგმო.

საკითხთან დაკავშრებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ისმაილ ჰანიეს მკვლელობას თეირანში განხორციელებული საზიზღარი მკვლელობის შედეგად. ამ ქმედებით კიდევ ერთხელ გაირკვა, რომ ნეთანიაჰუს მთავრობა არ აპირებს მშვიდობის მიღწევას. ეს თავდასხმა მიზნად ისახავს ომის გავრცელებას ღაზაში და რეგიონულ განზომილებაში. თუ საერთაშორისო საზოგადოება არ მიიღებს შესაბამის ზომებს ისრაელის შესაჩერებლად, ჩვენს რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდება. ჩვენ ვუსამძიმრებთ პალესტინელ ხალხს, რომელმაც ასობით ათასი მოწამე შესწირა ჰანიეს მსგავსად, რათა მშვიდად ეცხოვრათ საკუთარ სამშობლოში, საკუთარი სახელმწიფოს ჭერქვეშ. თურქეთი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის სამართლიან საქმის მხარდაჭერას“.



მსგავსი ინფორმაციები