პრეზიდენტის განკარგულება ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა

პრეზიდენტის განკარგულება 11 ივლისს სრებრენიცას გენოციდის ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა

2161458
პრეზიდენტის განკარგულება ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა

პრეზიდენტის განკარგულება 11 ივლისს სრებრენიცას გენოციდის ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა.

პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერით ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებულ განკარგულებაში წერია, რომ გენოციდი შავი ლაქაა კაცობრიობის ისტორიაში.

განკარგულებაში ნათქვამია, 2024 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 11 ივლისი გენოციდზე დაფიქრებისა და ხსოვნის დღედ გამოაცხადა.

კიდევ ერთხელ გაიცა რეკომენდაცია სასწავლო გეგმაში ჩართული იქნას შესაბამისი პროგრამები, მომავალში მსგავსი მოვლენების აღსაკვეთად.

გამოცხადდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, 11 ივლისს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ჩატარდება სპეციალური აქტივობები, ტრენინგები და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.

1995 წლის 11 ივლისს, სერბეთის ჯარების მიერ რატკო მლადიჩის მეთაურობით სრებრენიცას ოკუპაციის შემდეგ, სამოქალაქო ბოსნიელები გაეროს დაქვემდებარებაში მყოფ ჰოლანდიელ ჯარისკაცებს შეეფარნენ და მოგვიანებით კი მათ ისინი სერბებს გადასცეს.

სერბებმა, რომლებმაც ქალებსა და ბავშვებს ბოსნიელი ჯარისკაცების მიერ კონტროლირებად რეგიონში მისვლის საშუალება მისცეს, მოკლეს მინიმუმ 8372 ბოსნიელი მამაკაცი ტყეებში, ქარხნებში და საწყობებში. მოკლული ბოსნიელები საერთო საფლავებში დაკრძალეს.

ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძებნად დაწყებული სამუშაოების დროს, მსხვერპლებს, რომელთა ცხედრებსაც საერთო საფლავებში პოულობენ, იდენტიფიკაციის შემდეგ ყოველწლიურად 11 ივლისს, პოტოჩარის მემორიალურ სასაფლაოზე გამართული ცერემონიით კრძალავენ.

პოტოჩარის მემორიალურ სასაფლაოზე ამ დროისთვის 6 ათას 751 მსხვერპლი, ოჯახების მოთხოვნით ადგილობრივ სასაფლაოებზე კი 250-ია დაკრძალული. სრებრენიცას გენოციდის 1000-ზე მეტი მსხვერპლის ცხედრარი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.


საკვანძო სიტყვები: #განკარგულება , #სრებრენიცა

მსგავსი ინფორმაციები