პრეზიდენტი ერდოღანი ვაშინგტონში გაემგზავრა

პრეზიდენტი ერდოღანი ვაშინგტონში გაემგზავრა

2160828
პრეზიდენტი ერდოღანი ვაშინგტონში გაემგზავრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, ნატოს 75-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ სამიტზე დასასწრებად, აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში გაემგზავრა.

პრეზიდენტი ერდოღანი, რომელიც სამიტზე ერთობლივ სესიებზე წევრი ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებს შეხვდება, ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

ხვალ პრეზიდენტი ერდოღანი 32-წევრიანი ალიანსის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრას დაესწრება, შემდეგ კი, თეთრ სახლში, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გამართულ ვახშამზე დაესწრება.

ლიდერები, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომასაც გამართავენ.

მოსალოდნელია, რომ ერდოღანი თავის თანამოსაუბრეებთან ერთად შეაფასებს იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შეჩერდეს ისრაელის მიერ ღაზაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა და მიაღწიონ მუდმივ მშვიდობას.

პრეზიდენტი ერდოღანი ვაშინგტონიდან დაბრუნებამდე პრესკონფერენციას გამართავს.

ცნობისათვის, ნატოს წლევანდელ სამიტზე ალიანსის წევრები უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.



მსგავსი ინფორმაციები