პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ ვაშინგტონში ნატოს სამიტზე დასასწრებად მიემგზავრება
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში ნატოს სამიტზე დასასწრებად მიემგზავრება
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში ნატოს სამიტზე დასასწრებად მიემგზავრება.
ერდოღანი, რომელიც სამიტზე ერთობლივ სესიებზე წევრი ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებს შეხვდება, ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
9 ივლისს, სამიტის პირველ დღეს, 75 წლის იუბილეს აღნიშვნის პროგრამა გაიმართება. ამ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი ერდოღანიც.
თურქეთის პრეზიდენტი ოთხშაბათს დაესწრება 32-წევრიანი ალიანსის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა შეხვედრას.
იმავე დღეს საღამოს ლიდერები და მათი მეუღლეები თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სახელით გასამართ ვახშამს დაესწრებიან.
ლიდერები ხუთშაბათს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე შეიკრიბებიან.
სამიტის ფარგლებში პრეზიდენტი ასევე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
მოსალოდნელია, რომ ერდოღანი თავის თანამოსაუბრეებთან ერთად ისაუბრებს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შეჩერდეს ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებული ხოცვა-ჟლეტა და მიღწეული იქნას მუდმივი მშვიდობა.
პრეზიდენტი ვაშინგტონიდან გამგზავრებამდე პრესკონფერენციას გამართავს.
ნატოს წლევანდელ სამიტზე ალიანსის წევრები უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
წევრი ქვეყნები ისაუბრებენ თავდაცვის ზომებზე ამ პერიოდში, როდესაც მსოფლიო ცივი ომის შემდეგ უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას.
მსგავსი ინფორმაციები
ნორვეგიამ თურქეთის მიმართა თავდაცვის ინდუსტრიის შეზღუდვები გააუქმა
ნორვეგიამ თურქეთის მიმართა თავდაცვის ინდუსტრიის შეზღუდვები გააუქმა