პრეზიდენტი ერდოღანი ირლანდიის და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი ერდოღანი ირლანდიის და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა

2146218
პრეზიდენტი ერდოღანი ირლანდიის და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეფონით ესაუბრა ირლანდიის პრემიერ-მინისტრ საიმონ ჰარისს და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ სტიორეს.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ჰარისთან სატელეფონო საუბრის დროს განხილულ იქნა თურქეთ-ირლანდიის ურთიერთობები, ისრაელის სისტემატური თავდასხმები პალესტინაზე, ღაზას სექტორისთვის დახმარების ღონისძიებები, გლობალური და რეგიონალური საკითხები.

სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა მადლიერება გამოხატა ირლანდიის მიერ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების გამო და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გააძლიერებს რეგიონში მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარებასა და არსებული პრობლემის ორი სახელმწიფოს ფორმატში გადაწყვეტის მცდელობებს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ სამართლიანი და მუდმივი გადაწყვეტისთვის (ახლო აღმოსავლეთში) აუცილებელია ნაბიჯები, რომლებიც ისრაელს აიძულებს დაიცვას საერთაშორისო სამართალი.

რაც შეეხება, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარს, მათ განიხილეს თურქეთ-ნორვეგიის ურთიერთობები, ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ღაზაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა, გლობალური და რეგიონული მოვლენები.

სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა მადლიერება გამოხატა ნორვეგიის მიერ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი გააძლიერებს რეგიონში მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარებასა და არსებული პრობლემის ორი სახელმწიფოს ფორმატში გადაწყვეტის მცდელობებს.



მსგავსი ინფორმაციები