ნუმან ქურთულმუშმა პალესტინის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი მიიღო
ნუმან ქურთულმუშმა პალესტინის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი მიიღო
თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავჯდომარემ ნუმან ქურთულმუშმა პალესტინაში ისრაელის ხოცვა-ჟლეტას გამოეხმაურა და აღნიშნა: „სამწუხაროდ, ჩვენი ძმები ღაზაში ამჟამად განიცდიან უფრო დიდ სისასტიკეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ღაზაში კვლავ იბომბება სახლები“.
ნუმან ქურთულმუშმა, ანკარაში პალესტინის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი რავიჰ ფატოუჰი მიიღღო.
შეხვედრაზე, ქურთულმუშმა ასევე განაცხადა, რომ ღაზაში მოსახლეობა მოკლებულია ყველაზე ელემენტარულ საჭიროებებსა და საავადმყოფოს მომსახურებას.
„ისევე, როგორც სრებრენიცას გენოციდის დამნაშავეები გაასამართლეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე, ნეთანიაჰუ და მისი ბანდა, რომლებიც ამჟამად ღაზას გენოციდზე მთავარი პასუხისმგებელი არიან, წარსდგებიან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და იქ გასამართლდებიან“, განაცხადა ქურთუმლუშმა.
პალესტინის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა კი ნუმან ქურთულმუშს და პარლამენტარებს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორზე, ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11 ათასს გასცდა.