შინაგან საქმეთა მინისტრი დანიის იმიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი დანიის იმიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრს შეხვდა
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიქაიამ, დანიის იმიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრს კაარე დიბვად ბეკს შეხვდა.
შეხვედრა დედაქალაქ ანკარაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. შეხვედრასთან დაკავშირებით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიქაიამ სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ მინისტრებმა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის და ამ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„ჩვენი მიზანია სწრაფად დავაშოროთ ჩვენი ქვეყანა „სამიზნე და სატრანზიტო ქვეყნის“ სტატუსიდან არალეგალური მიგრაციის კუთხით. ამ კონტექსტში ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს მეზობლებთან და სხვა უცხო ქვეყნებთან“, აცხადებს ალი იერიქაია სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“