ჰაქან ფიდანი ღაზასთან დაკავშირებით სატელეფონო დიპლომატიას აგრძელებს
ჰაქან ფიდანი ღაზასთან დაკავშირებით სატელეფონო დიპლომატიას აგრძელებს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა თავის ბერძენ, იორდანიელ და საუდის არაბელ კოლეგებთან ღაზაში განვითარებული მოვლენები განიხილა.
სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, ჰაქან ფიდანმა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გიორგი ჰერაპეტრიტს, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, აიმან საფადის და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფაისალ ბინ ფარჰანს ტელეფონით ესაუბრა.
სატელეფონო საუბრის დროს მინისტრებმა განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
შეგახსენებთ, რომ ჰამასის სამხედრო ფრთამ, „ალ-ყასამის ბრიგადამ“ 7 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ყოვლისმომცველი შეტევა ისრაელზე, სახელწოდებით „ალ-აქსას წარღვნა“. მაშინ, როცა ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს და შეიარაღებული ჯგუფები შევიდნენ რეგიონის დასახლებებში.
ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებით დაიწყო ღაზას სექტორის წინააღმდეგ „რკინის ხმლების“ ოპერაცია.
დაძაბულობის ესკალაციისას ათასობით დაღუპულია ორივე მხრიდან.