პრეზიდენტმა ერდოღანმა ნიუ-იორკში სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები გამართა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ნიუ-იორკში სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები გამართა

2040142
პრეზიდენტმა ერდოღანმა ნიუ-იორკში სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები გამართა
Güney Afrika Devlet Başkanı Cyril Ramaphosa Erdoğan.jpg
Ener İbrahim Erdoğan Malezya Başbakanı.jpg

ნიუ-იორკში გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩასულმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქევში დიპლომატიური შეხვედრები განაგრძო.

ერდოღანმა ჯერ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მიიღო. ამ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ სირილ რამაფოსას შეხვდა. ბოლოს ერდოღანი მალაიზიის პრემიერ-მინისტრს ანვარ იბრაჰიმს შეხვდა.

ერდოღან-მიცოტაკისის შეხვედრაზე ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის ამჟამად არსებული ატმოსფეროს შენარჩუნება დაადასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრა მოიცავდა შემდეგს: „ორ ქვეყანას შორის კონტაქტებთან დაკავშირებით, რომელიც შეთანხმდა 5 სექტემბერს ანკარაში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სამომავლოდაც გაგრძელდეს. ამის მიხედვით, პოლიტიკური დიალოგისა და პოზიტიური დღის წესრიგის პასუხისმგებელი შეხვედრა ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება. რაც შეეხება, თურქეთ-საბერძნეთის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომას, 7 დეკემბერს თესალონიკში გაიმართება.“

ლიდერებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.

ამ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქევში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ სირილ რამაფოსას შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს თურქეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის არსებული ძლიერი ურთიერთობების შემდგომი კონსოლიდაციისთვის ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე გაგრძელების თემები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ბოლოს თურქევში, მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ანვარ იბრაჰიმს შეხვდა.

შეხვედრაზე გაცვალეს იდეები თურქეთ-მალაიზიას ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე გაგრძელების შესახებ, ასევე განიხილეს რეგიონული და გლობალური საკითხები.

შეხვედრაზე ლიდერმა ასევე განიხილა თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯები და შეაფასეს ამ სფეროში მალაიზიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გაწეული სამუშაო.



მსგავსი ინფორმაციები