გუშინ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა
გუშინ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა

გუშინ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა.
საპრეზიდენტო კომპლექსში შეხვედრა 15:10 საათზე დაიწყო.
შეხვედრაზე სოჭის ვიზიტი შეფასდა ყველა ასპექტში. საუბარი შეეხო პრეზიდენტ ერდოღანის რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის თაობაზე გამოხმაურებებს.
შეხვედრის დღის წესრიგში ასევე იყო პრეზიდენტ ერდოღანის აქტიური დიპლომატიური საქმიანობა. იგი 9-10 სექტემბერს ინდოეთში G20-ის ლიდერთა სამიტს დაესწრება, შემდეგ გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც 17-21 სექტემბერს გაიმართება. თურქეთის პრეზიდენტი ორ საერთაშორისო სამიტზე მსოფლიო ლიდერებსაც შეხვდება.
ეკონომიკაში კი ყურადღება საშუალოვადიან პროგრამაზე გამახვილდა. პროგრამისთვის მზადება, რომელშიც ეკონომიკის 3-წლიანი სამოქმედო გეგმა განისაზღვრება, დასრულდა. პროგრამით დადგინდება როგორც საშუალოვადიანი პროგნოზები, ასევე გამოცხადდება სტრუქტურული რეფორმის ნაბიჯები. შეხვედრაზე პროგრამის საბოლოო შეფასება გაკეთდა.
მსგავსი ინფორმაციები

ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს
ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს