პრეზიდენტი ერდოღანი უნგრეთის პრეზიდენტ ნოვაკს შეხვდა
პრეზიდენტი ერდოღანი უნგრეთის პრეზიდენტ ნოვაკს შეხვდა
2026953

პრეზიდენტი ერდოღანი უნგრეთის პრეზიდენტ ნოვაკს შეხვდა
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბუდაპეშტში, სადაც ის უნგრეთის სახელმწიფოს დაარსების აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა, უნგრეთის პრეზიდენტს კატალინ ნოვაკს შეხვდა.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა კოლეგას უნგრეთის დაარსების დღე მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი ფაჰრეთინ ალთუნი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აკიფ ჩაღათაი ქილიჩი და თურქეთის ელჩი ბუდაპეშტში გიულშენ კარანის ექშიოღლუ.