მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესისთვის განცხადება გააკეთა

მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესისთვის განცხადება გააკეთა

2006460
მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესისთვის განცხადება გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთში ალჟირელი წარმოშობის ახალგაზრდა მამაკაცის პოლიციელის მიერ მოკვლის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „საფრანგეთში მიმდინარე მოვლენების საფუძველში კოლონიალიზმია“.

მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა პრესისთვის განცხადება გააკეთა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას საფრანგეთში პოლიციის მიერ ალჟირელი წარმოშობის ახალგაზრდის მკვლელობის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების საფუძველში კოლონიალიზმია და დაამატა: „ძალადობამ გამოიწვია ძალადობა და გამოიწვია დღევანდელი მოვლენები. ისევე როგორც ისტორიის მანძილზე, ისინი, ვინც ქარს თესავს, დღეს ქარიშხალს იმკის“. მან ასევე თქვა: „იმედი გვაქვს, რომ ბოლო მოვლენები, რომლებსაც შეშფოთებით ვაკვირდებით, დასრულდება რაც შეიძლება მალე, სანამ მეტი სისხლი დაიღვრება და ძალადობის სპირალი გაიზრდება." ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისინი არ ამართლებენ საზოგადოებრივი ქონების განადგურებას, მაღაზიების ძარცვას და ქუჩის გადაწვა-განადგუებას და ქუჩის მოვლენები ვერ იქნება სამართლიანობის ძიების ლეგიტიმური საშუალება და დაამატა: "თუმცა, ცხადია, რომ ხელისუფლებამ ასევე უნდა მიიღოს გაკვეთილი ამ სოციალური აფეთქებისგან“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: „ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ამ მოვლენებმა არ გამოიწვევს ზეწოლის, დაშინების ახალი ტალღა მიგრანტებისა და მუსლიმების წინააღმდეგ“.



მსგავსი ინფორმაციები