დღეს მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბება
დღეს მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბება
დღეს მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბება
ახალი მოწვევის მთავრობის მე-3 სხდომა დღეს გაიმართება. შეხვედრის დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხი იქნება წლის მეორე ნახევრისთვის საჯარო მოხელეთა და პენსიონერთა ხელფასების გაზრდა. შეხვედრაზე საშინაო და საგარეო პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებსაც განიხილავენ.
კაბინეტი 3-კვირიანი პაუზის შემდეგ შეიკრიბება. ბეშთეფეში შეხვედრას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უხელმძღვანელებს.
შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა ეკონომიკაში განვითარებული მოვლენები იქნება.
მინისტრთა კაბინეტის წევრები შეაფასებენ ინფლაციისა და გადაჭარბებული ფასების წინააღმდეგ საბრძოლველად გასატარებელ დამატებით ზომებს.
რეგულაციებით, რომელიც პარლამენტში მალე შევა, საჯარო მოსამსახურის ყველაზე დაბალი ხელფასი 22 ათას ლირამდე გაიზრდება. სხვა საჯარო მოხელეებისთვის ეტაპობრივი ზრდა მოხდება მოვალეობის, წოდების, ხარისხისა და პროფესიული კარიერის კრიტერიუმების მიხედვით. ზრდის განაკვეთები 6-თვიანი ინფლაციის გარდა კეთილდღეობის წილითაც განისაზღვრება.
წინადადების ტექსტი, რომელზეც ეკონომიკის ადმინისტრაცია მუშაობს, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე წარედგინება პრეზიდენტ ერდოღანს. კანონპროექტს საბოლოო სახე მიეცემა.
შეხვედრაზე ასევე განიხილება შვედეთში, რომელიც ნატოს ვიზას ელოდება თურქეთისგან, ყურანის დაწვის ფაქტი. განხილული იქნება დიპლომატიური ნაბიჯები, რომლებსაც ანკარა გადადგამს სტოკჰოლმის წინააღმდეგ, რომელმაც ეს ფაქტი დაუშვა.
ისაუბრებენ ნატოს ლიდერების სამიტის მზადებაზე, რომელიც ლიტვაში 11-12 ივლისს გაიმართება და რომელსაც ერდოღანიც დაესწრება.
მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ასევე შეფასდება საფრანგეთში განვითარებული მოვლენები და თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ.
შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი განცხადებას გააკეთებს.