თურქეთმა ისრაელის მთავრობის თანხმობა დაგმო

თურქეთმა ისრაელის მთავრობის თანხმობა დაგმო

2004516
თურქეთმა ისრაელის მთავრობის თანხმობა დაგმო

თურქეთმა, ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაახლოებით 5700 ახალი საცხოვრებლის მშენებლობის შესახებ ისრაელის მთავრობის თანხმობა მკაცრად დაგმო.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის მთავრობის ახალ უკანონო დასახლებებთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ვგმობთ ისრაელის მთავრობის მიერ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაახლოებით 5700 ახალი საცხოვრებლის მშენებლობის დამტკიცებას. ცხადია, რომ უკანონო დასახლებებმა, რომლებიც აღემატება 13 ათას, რაც ახალი რეკორდია წლის დასაწყისიდან დღემდე, სერიოზულად აზიანებს მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის ორი სახელმწიფოს ფორმატში მოგვარების საკითხს. ისრაელის სახელმწიფომ, ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე მსგავსი არასამართლიანი ქმედებები დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას“.



მსგავსი ინფორმაციები