საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ებრაელი დასახლებების თავდასხმას ყურანზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ებრაელი დასახლებების თავდასხმას ყურანზე

2003315
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ებრაელი დასახლებების თავდასხმას ყურანზე

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ებრაელი დასახლებების მხრიდან, ისრაელის მიერ ოკუპირებული პალესტინის ქალაქ ურიფში მეჩეთში შესვლის გზით წმინდა ყურანზე თავდასხმა მკაცრად დაგმო.

სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „ისრაელის ოკუპაციის ქვეშ მყოფი პალესტინის ტერიტორიებზე ქალაქ ურიფში, მეჩეთში შესვლით ებრაელი დასახლებების ჯგუფის მიერ წმინდა წიგნის, ყურანის წინააღმდეგ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. ჩვენ ველით, რომ ამ მიუღებელი სიძულვილის დანაშაულის ჩამდენნი რაც შეიძლება მალე დაისაჯონ მართლმსაჯულების წინაშე.  ასევე ვგმობთ, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ძალების მიერ პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ისრაელის სახელმწიფოს საერთაშორისო კანონმდებლობით ევალება, რომ პალესტინის ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ სალოცავ ადგილებზე, საცხოვრებელ ადგილებზე და ქონებაზე მსგავსი სიძულვილის თავდასხმები აღკვეთოს“.



მსგავსი ინფორმაციები