რა საკითხები იქნა განხილული, ეროვნული უშიშროების საბჭოზე?
რა საკითხები იქნა განხილული, ეროვნული უშიშროების საბჭოზე?
გუშინ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანათავჯდომარეობით ახალი პერიოდის პირველი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრა, რომელიც 3 საათს გაგრძელდა, ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი, იუსტიციის მინისტრი ილმაზ თუნჩი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიქაია, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშუარ გიულერი, გენერალური შტაბის უფროსი მუსა ავსევერი, სადაზვერვო სამსახურის (MİT) ხელმძღვანელად იბრაჰიმ ქალინი და სხვები.
ეროვნული უშიშროების საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებები შემდეგია:
1. გასული საუკუნის გამოცდებმა გააძლიერა ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლები, ამავდროულად დაადასტურა ჩვენი ერის რწმენა დემოკრატიისადმი და მისი განსაზღვრა დამოუკიდებლობისა და მომავლისთვის ბრძოლაში; ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, იგივე მონდომებით გაგრძელდება ახალ პერიოდში, რომელიც აღნიშნავს თურქეთის საუკუნის დასაწყისს.
2. ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სოლიდარობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ტერორისტული ორგანიზაციების, განსაკუთრებით PKK/KCK-PYD/YPG, FETÖ-ს და დაეში-ს წინააღმდეგ ოპერაციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთა უწყვეტლივ გაგრძელდება ახალ პერიოდშიც.
3. სირიის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება მხოლოდ მისი ტერიტორიებზე ყველა ტერორისტული ორგანიზაციის გაწმენდით იქნება შესაძლებელი.
4. კოსოვოში არსებული მდგომარეობის მზარდ დაძაბულობაში გადაზრდის თავიდან ასაცილებლად ჩვენი ქვეყნის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
5. რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის შედეგები, რომლებიც ზრდის რისკებს რეგიონისთვის, აღინიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს წვლილის შეტანას კონფლიქტების დასასრულებლად და სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
6. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის პროცესში მიღწეული პროგრესით ჩვენი ქვეყანა კმაყოფილებას გამოხატავს რა, კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად თავის წვლილს შეიტანს.
7. სუდანში მიმდინარე მოვლენებში მონაწილე მხარეების, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად ჩვენი ქვეყანა თავისი წვლილის შესატანად ყოველთვის მზად არის.