ნუმან ქურთულმუში თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის ახალი თავმჯდომარე გახდა

ნუმან ქურთულმუში თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის ახალი თავმჯდომარე გახდა

1996804
ნუმან ქურთულმუში თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის ახალი თავმჯდომარე გახდა

ნუმან ქურთულმუში თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის ახალი თავმჯდომარე გახდა.

ნუმან ქურთულმუში თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარედ გენერალური სესიის კენჭისყრის მე-3 ტურში აირჩიეს. მოგვიანებით ქურთულმუშმა მეჯლისის დროებითი თავმჯდომარის, დევლეთ ბაჰჩელისგან მოვალეობა ოფიციალურად გადაიბარა.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიაზე 28-ე საკანონმდებლო ვადის მეჯლისის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა.

სხდომას მეჯლისის დროებითი თავმჯდომარე, დევლეთ ბაჰჩელი უძღვებოდა. ახალი თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუში გახდა. მან პირველი გზავნილები მეჯლისის ტრიბუნიდან გააკეთა.

თავმჯდომარეობისთვის სულ 7 კანდიდატი იბრძოდა.

პარტია AKP-ს და MHP-ს ერთობლივი კანდიდატი ნუმან ქურთულმუში, CHP-ს კანდიდატი თექინ ბინგოლი, პარტია İyi-ს კანდიდატი ჯიჰან ფაჩაჯი, მწვანე მემარცხენე პარტიის კანდიდატი თულაი ჰათიმოღულლარი ორუჩი, მომავლისა და კეთილდღეობის პარტიის კანდიდატი სერაპ იაზიჯი, პარტია დევას კანდიდატი მუსტაფა იენეროღლუ და მუშათა პარტიის კანდიდატი ჯან ათალაი.

პირველ ორ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა საჭირო 400 ხმა. მეორე ტურის ბოლოს სერაპ იაზიჯიმ და მუსტაფა იენეროღლუმ კანდიდატურა მოხსნეს. მესამე ტურში აბსოლუტური უმრავლესობა 301 ხმით მოითხოვეს. ნუმან ქურთულმუში მეჯლისის თავმჯდომარედ 321 ხმით აირჩიეს.

ნუმან ქურთულმუშმა მოვალეობა პარლამენტის დროებითი სპიკერის, დევლეთ ბაჰჩელისგან გადაიბარა.



მსგავსი ინფორმაციები