პრეზიდენტმა ერდოღანმა იენს სტოლტენბერგი მიიღო

პრეზიდენტმა ერდოღანმა იენს სტოლტენბერგი მიიღო

1995124
პრეზიდენტმა ერდოღანმა იენს სტოლტენბერგი მიიღო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, სტამბოლში დოლმაბაჰჩეს სასახლეში, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღო.

პრესისათვის დახურული შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.

შეხვედრაზე, რეგიონში განვითარებული მოვლენების გარდა, განსაკუთრებით განიხილეს შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი.

შეხვედრას, საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გულერი, პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი და ნატოს მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართა.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთს აქვს ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების შესახებ შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვიცით ეს შეშფოთებები, შვედეთმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ პრობლემების გადასაჭრელად”, - თქვა მან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის, შვედეთის და ნატოს წარმომადგენლები 12 ივნისს შეხვდებიან.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნატოში.

„მე მადლობელი ვარ თურქეთის გადაწყვეტილების გამო კოსოვოში, ნატოს ფარგლებში დამატებითი ჯარების გაგზავნის შესახებ. თურქეთი ამ ძალისხმევის წინამძღოლია“, - თქვა სტოლტენბერგმა.



მსგავსი ინფორმაციები