პრეზიდენტი ერდოღანი ვუჩიჩს და კურტის ტელეფონით ესაუბრა
პრეზიდენტი ერდოღანი ვუჩიჩს და კურტის ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტისთან. ერდოღანმა ლიდერებთან კოსოვოს ჩრდილოეთით განვითარებული მოვლენები განიხილა.
პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა კურტიმ პრეზიდენტ ერდოღანს პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცეს.
ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხები. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ კოსოვოს ჩრდილოეთით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ერთადერთი გზა დიალოგის პროცესში წინსვლაა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ როგორც თურქეთი მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ დიალოგის პროცესში.