პრეზიდენტმა ერდოღანმა სახალხო ალიანსის ლიდერები მიიღო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სახალხო ალიანსის ლიდერები და ალიანსის მხარდამჭერი პარტიების ლიდერები მიიღო

1992136
პრეზიდენტმა ერდოღანმა სახალხო ალიანსის ლიდერები მიიღო

პრეზიდენტმა ერდოღანმა სახალხო ალიანსის ლიდერები მიიღო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სახალხო ალიანსის ლიდერები და ალიანსის მხარდამჭერი პარტიების ლიდერები მიიღო.

საპრეზიდენტო კომპლექსში მოქალაქეებისადმი სიტყვით მიმართვამდე ერდოღანი შეხვდა MHP-ს თავმჯდომარეს დევლეთ ბაჰჩელის, BBP-ს თავმჯდომარეს მუსტაფა დესტიჯის და ალიანსის მხარდამჭერი DSP-ს თავმჯდომარეს ონდერ აქსაქალს, HÜDA PAR-ის თავმჯდომარეს ზექერია იაფიჯიოღლუს და სინან ოღანს.

მიღებას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფი, ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი, AKP-ს თავმჯდომარის მთავარი წარმომადგენელი ბინალი ილდირიმი, AKP-ს  თავმჯდომარის მოადგილე ომერ ჩელიქი, პარტია „სამშობლოს“ თავმჯდომარე იბრაჰიმ ჩელები, პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი ფაჰრეთინ ალთუნი და პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი.

ერდოღანი მოქალაქეებს გამოსვლის შემდეგ სახალხო ალიანსის პარტიების ლიდერთან ერთად მიესალმა.

მისალმებაში მონაწილეობა მიიღო ასევე პარტია „ისევ კეთილდღეობის“ თავმჯდომარემ ფათიჰ ერბაქანმაც.



მსგავსი ინფორმაციები