პრეზიდენტმა ერდოღანმა მოსახლეობას სიტყვით ანკარაში მიმართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მოსახლეობას სიტყვით ანკარაში მიმართა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: "გამარჯვებული მხოლოდ ჩვენ არ ვართ, გამარჯვებულია თურქეთი, ჩვენი ერი ყველა მისი სეგმენტით, ჩვენი დემოკრატია".
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტმა ერდოღანმა, ისევე როგორც ყოველი არჩევნების შემდეგ, შედეგების შესახებ ტრადიციული „აივანზე სიტყვით მიმართვა“ ამჯერად დედაქალაქ ანკარაში, პრეზიდენტის სასახლის აივნიდან გააკეთა.
ერდოღანმა მადლობა გადაუხადა ყველა მოქალაქეს, ვინც არჩევნებზე მივიდა და არჩევნებში მონაწილეებსაც მიულოცა.
ერდოღანმა განაცხადა: "გამარჯვებული მხოლოდ ჩვენ არ ვართ, გამარჯვებულია თურქეთი, ჩვენი ერი ყველა მისი სეგმენტით, ჩვენი დემოკრატია" და თქვა, რომ ისინი არ არიან ვინმეზე განაწყენებული.
მან ასევე დასძინა: „ახლა არის დრო, რომ გავერთიანდეთ ჩვენი ეროვნული მიზნებისა და ოცნებების ირგვლივ“.